შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის

"ძალიან მნიშვნელოვან და მაღალ დონეზეა ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთს შორის და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე“,--ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ესპანეთის პარლამენტის კონგრესში. მისივე თქმით, შეხვედრებზე ესპანეთის მხარე  საქართველოს ევროპული მომავლის ღია მხარდაჭერას გამოხატავს.

"დღეს შეხვედრები გვქონდა კონგრესში. ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასევე კონგრესის პრეზიდენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან.

ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით - ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთს ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში.

გარდა ამისა, ესპანეთი მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ სენატმა, სულ ახლახანს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. აღსანიშნავია, რომ სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ საუბრები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები