პეტრე ცისკარიშვილი - მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს

ვანო მერაბიშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, როგორც ერთი ამომრჩეველი, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისი განცხადებით, მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პარტიის მენეჯმენტში ჩაერთვება. 

"ვანო მერაბიშვილი ამ პარტიის ამომრჩეველი არ არის? გავანებოთ თავი, რომ ამ პარტიის დამფუძნებელია, ყოფილი გენერალური მდივანია, 6 წელი და 9 თვე ციხეში, ერთკაციან საკანში ამყოფა ამ რეჟიმმა, გამოვიდა, მაინც დარჩა 5 ნომრის და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლად. ავუკრძალოთ ის არჩევნებში მონაწილეობაც? საქართველოს მოქალაქეობა, მგონი, მისთვის არავის ჩამოურთმევია. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, შეიძლება ოჯახის ერთ-ორ წევრს, ოღონდ თუ ისინიც "ნაციონალების" ამომრჩევლები არიან ურჩიოს, რომ ხაბეიშვილს მისცენ ხმა. მხარს რადგან უჭერს და ხმას მისცემს ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიის მენეჯმენტში მოდის?“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები