ბელგიამ კანადა 1:0 დაამარცხა

ბელგიამ კანადა 1:0 დაამარცხა

სათამაშო დღის უკანასკნელ შეხვედრაში, “აჰმედ ბინ ალის” სტადიონზე, ერთმანეთს ბელგიის და კანადის ეროვნული გუნდები დაუპირისპიდნენ.

შეხვედრა ბელგიელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

თამაშის დასაწყისში კანადელებს ძალიან რეალური შანსი ჰქონდათ გოლის  გატანის, თუმცა ალფონსო დევისის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ბელგიელთა მეკარემ ტიბო კურტუამ მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს კი ტობი ალდერვეირელდის გადაცემით მიჩუ ბაჩუაიმ ისარგებლა და ბელგია წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და ევროპელებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს ჩრდილოეთ ამერიკელები.

ამ გამარჯვებით, ბელგია F ჯგუფის ლიდერი გახდა, მეორე და მესამე ადგილებს ხორვატია და მაროკო ინაწილებენ, რომლებმაც ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, ხოლო უკანასკნელ პოზიციაზე კანადის ნაკრები იმყოფება.

24 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ოთხი მატჩი ელოდება წინ:

14:00 საათზე: შვეიცარია - კამერუნი

17:00 საათზე: ურუგვაი - სამხრეთ კორეა

20:00 საათზე: პორტუგალია - განა

23:00 საათზე: ბრაზილია - სერბეთი

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი