უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 85 720 (+310) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.11-მდე: ტანკები - 2 898 (+1), ჯავშანტექნიკა - 5 837 (+7), საარტილერიო სისტემები - 1 889 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209 (+0), თვითმფრინავი - 278 (+0), ვერტმფრენები - 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1547 (+10), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+51). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4400 (+4), სპეციალური ტექნიკა - 161 (+0).