ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება ამ ერთ წელს ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად გამოიყენებს

ხელისუფლება ამ ერთ წელს ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად გამოიყენებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან  ბეჟაშვილმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე შეფასებითი ნაწილის ერთი წლით გადადების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებული იყოს, რომ უზრუნველყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება. 

"კიდევ ერთხელ  კანდიდატის სტატუსის საკითხზე შეფასების ვადის გადაწევა  ხელისუფლებაზე პოზიტიურად არ იმოქმედებს, ამ ერთ წელს გამოიყენებს,  რომ ავტოკრატიული რეჟიმი  კვალ გააძლიეროს ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო წნეხი მობილიზებული იყოს „ქართულ ოცნებაზე“, რომ უზრუნველყოს 12 პუნქტიანი გეგმის ეტაპობრივი და სრული შესრულება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს 2023 წლის შემოდგომაზე შეაფასებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები