შვეიცარიამ კამერუნი დაამარცხა

შვეიცარიამ კამერუნი დაამარცხა

“ალ იანუბის” სტადიონზე, G ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს შვეიცარია და კამერუნი დაუპირისპირდნენ, მატჩი ევროპელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი შვეიცარიელთა სასიკეთოდ წარიმართა და 48-ე წუთზე, ხედრან შაქირის გადაცემით ბრეელ ემბოლომ ისარგებლა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

ემბოლომ გატანილი გოლი არ აღნიშნა, რადგან ფეხბურთელის ფესვები კამერუნიდან მოდის, იგი სწორედ კამერუნშია დაბადებული და ამ ჟესტით მან პატივისცემა გამოიჩინა მეტოქის მიმართ.

დღეს G ჯგუფის ეგიდით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილია და სერბეთი დაუპირისპირდებიან.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი