ბექა დავითულიანი - ჯერ იბრძოდა პოლიტიკურად, იქნებ რამენაირად გარეთ გამოსულიყო, ახლა გადავიდა სხვა ტაქტიკაზე

მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი აქვს, იმიტომ, რომ ვერ ეგუება ამ გარემოს სადაც არის, არ მოსწონს ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად და ა.შ, -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სეზონი მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის - ამ ჰედლაინით.  ჯვარი წერია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, რაზეა საუბარი, მაგრამ სეზონებად ვნახეთ 3 თვეში ერთხელ ეს უცბად აქტიურდება და იწყება პანიკა და აურზაური, რომ ბოლო წუთებია და უნდა მოვუსწროთ.

ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არ არის ამ მდგომარეობაში. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი აქვს. იმიტომ, რომ ვერ ეგუება ამ გარემოს სადაც არის. არ მოსწონს ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად და ა.შ. როგორც მე ვიცი. ჯერ იბრძოდა პოლიტიკურად ზეწოლით, იქნებ რამენაირად გარეთ გამოსულიყო, დასავლეთი გააქტიურებულიყო და მოეხდინა ზეწოლა, მაგრამ ამისი ბერკეტი დღეს შეწყალების გარდა არ არსებობს. 

ახლა გადავიდა მეორე ტაქტიკაზე - მთელი მისი გუნდელები გამოდიან ამბობენ, რომ იწამლება და ის გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ანუ გადავიდა სხვა ტაქტიკაზე, იქნებ ვინმეს შეეცოდოს, პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ  შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი", - განაცხადა დავითულიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები