მარიამ ჯიშკარიანი - ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მოსალოდნელი არის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც

ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მოსალოდნელი არის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც, თუ კი დროულად არ იქნა სათანადო ზომები მიღებული, -  ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. 

"შეხვედრა ჩატარდა პრეზიდენტის მრჩეველთან და ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. მათი ინტერესი გახლდათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენადაც შემეძლო მივაწოდე ამომწურავი პასუხი, ავუხსენი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მოსალოდნელი არის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც, თუ კი დროულად არ იქნა სათანადო ზომები მიღებული.  

გავუზიარე ჩვენი ექსპერტების, მათ შორის ამერიკელი ექსპერტების, ინგლისელი ექსპერტის შეხედულება იმის თაობაზე,  რომ ყველა ექსპერტს აუცილებლად მიგვაჩნია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო წესით გაყვანა, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით, ევროპულ ან ამერიკულ საუნივერსიტეტო დიდ კლინიკაში, სადაც მოხდება, პირველ რიგში, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომში, ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. 

სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ამისთვის საჭირო არის ისეთი კლინიკა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამდაგვარი მულტიპროფილური პაციენტების მკურნალობისა და რეაბილიტაციის“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნაში არაფერი წერია, თუმცა ექსპრეზიდენტის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები