ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი დატოვა

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ორი წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე. მეამაყება, რომ ამ დროში: 

GET LOST WITH WIZZAIR პროექტი რომლის წყალობითაც 63 მილიონმა ადამიანმა შეიტყო  ქუთაისის შესახებ!

დავიწყეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია.

ქუთაისში შემოდის აჭარა ჯგუფი და მალე ჩვენც გვექნება სივრცე როგორი თბილისში სასტუმრო რუმსი, სტამბა და ფაბრიკაა და რომელიც ქუთაისს ასე აკლია.

ჩემი მერის მოადგილეობის დროს,  ვებრძოდით პანდემიას და 24 საათში გავხსენით ვაქცინაციის ცენტრი, ყველა სტანდარტის დაცვის. 

იმერეთის  რეგიონი, იყო პირველი, რომელმაც თბილისის პარალელურად აამუშავა ცხელი ხაზი. 

ქუთაისი დიდი მომავლის ქალაქია! 

მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების.

იმედი მაქვს, რომ ჩემი ახალი საქმიანობით, განვახორციელებ  პროექტებს, რომლებიც ქუთაისს, და იმერეთის რეგიონს,  გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ ადგილს  დაუმკვიდრებს. 

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და მომცა საშუალება ვემსახურო  ჩემს ქალაქის და ჩემს სამშობლოს.

ჩემი გადადგომის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვრჩები ქუთაისის  ერთგული. ქუთაისი ჩემი ქალაქია", - წერს ქარქაშაძე.

უახლესი ამბები