პორტუგალიამ განა დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა

“სთედიუმ 974”-ზე H ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალიისა და განის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, საბოლოოდ გამარჯვება პორტუგალიელებმა მოიპოვეს, მათ მეტოქეს 3:2 სძლიეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი რადიკალურად შეიცვალა და ხუთი ბურთი გავიდა.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, ამის საპასუხოდ განელთა კაპიტანმა ანდრე აიეუმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა პორტუგალიელებმა ძალიან მოკლე დროში მოახერხეს კიდევ ორი გოლის გატანა და ბრუნო ფერნანდეშის გადაცემით თავი ჯერ ჟოაო ფელიქსმა გამოიჩინა, შემდეგ ისევ ფერნანდეშის ასისტით რაფაელ ლეაუმ გაიტანა. 

მატჩის 89-ე წუთზე ოსმან ბუკარმა ერთი გოლი გაქვითა და განა თამაშში დააბრუნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ინიაკი ვილიამსს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ვერ ისარგებლა პორტუგალიელთა მეკარის შეცდომით და ძალიან რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

ზემოთხსენებული შედეგით, პორტუგალია H ჯგუფში გალიდერდა, მეორე-მესამე ადგილებს ურუგვაი და სამხრეთ კორეა ინაწილებენ, ხოლო განის ეროვნული ნაკრები ბოლო პოზიციას იკავებს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი