გონჩარენკო - 9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს

9-თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. მისი თქმით, ის მიიღებს მონაწილეობას ანა ფოტიგას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "ოლიგარქის რუსული კავშირები“, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრებს. 

"ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიმიწვიეს ამ კონფერენციაში  მონაწილეობის მისაღებად, სადაც ონლაინ ჩავერთვები, ვისაუბრებ, პირველ რიგში იმაზე,  რაც ძალიან გვაღელვებს, ეს არის უკრაინა და უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე საქართველოს მმართველი ელიტისა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე იმ საკითხზე, რომ 9- თვიანი ომის განმავლობაში საქართველომ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს უნდა დადგეს. არ არსებობს მკაფიო პოზიცია, ვის მხარეს არიან. 

ამბობენ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ, მთავრობის მხარდაჭერა გამომდინარეა ქართველი ხალხისგან და დიდი მადლობა ქართველ ხალხს, თუმცა ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას ამ დროს არ უნდა სანქციების დაწესება, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული სანქცირებული ტვირთი გაედინება, რა თქმა უნდა,  ამის შესახებ ევროპაში იციან და ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე აისახება“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები