ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა

ბრაზილიამ სერბეთი დაამარცხა

“ლუსაილის” სტადიონზე, G ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სერბები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ბრაზილიელები გააქტიურდნენ და მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა.

62-ე წუთზე, ვინისიუს ჟუნიორის დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა რიჩარლისონმა დამატებაზე იაქტურა და ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე ვინისუს ჟუნიორმა საჯარიმოში ჩააწოდა, რიჩარლისონმა კი აკრობატული ნახტომით ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

ზემოთხსენებული შედეგით G ჯგუფში ბრაზილია გალიდერდა, მეორე პოზიციას შვეიცარია იკავებს, მესამეზე კამერუნია, ხოლო მეოთხეზე სერბეთი.

ამ მატჩით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. 25 ნოემბერიდან იწყება მეორე ტური, ფეხბურთის გულშემატკივრები კი თითო სათამაშო დღეს ტრადიციულად ოთხ თამაშს იხილავენ. 

25 ნოემბერს ჩატარდება შემდეგი შეხვედრები:

14:00 საათზე: უელსი - ირანი

17:00 საათზე: ყატარი - სენეგალი

20:00 საათზე: ნიდერლანდები - ეკვადორი

23:00 საათზე: ინგლისი - აშშ

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი