უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 86 150 (+430) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 25.11-მდე: ტანკები - 2 899 (+1), ჯავშანტექნიკა - 5 844 (+5), საარტილერიო სისტემები - 1 895 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 395 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 209 (+0), თვითმფრინავი - 278 (+0), ვერტმფრენები - 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1553 (+6), ფრთოსანი რაკეტები - 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4404 (+4), სპეციალური ტექნიკა - 163 (+2).
გენშტაბის მონაცემებით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით განიცადა.