ანრი ოხანაშვილი - არ მგონია, ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვება

ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება.

"ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს. ამას შეიძლება, საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, კანონის უზენაესობა გათელოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები