ბადრი ჯაფარიძე - პოლიტიკური ოპონენტების მიმართ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი რეპრესიული ზომა

ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ  პოლიტიკური ოპონენტების მიმართ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი რეპრესიული ზომა, ამიტომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი განვითარებისთვის, -  ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხაზარაძე- ჯაფარიძე-წერეთლის  საქმეზე, რომლის განხილვა დღეს  სააპელაციო სასამართლოში  მიმდინარეობს,  საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკვე შეფასებულია როგორც პოლიტიკური დევნის შემთხვევა.

"ეს სამარცხვინო პროცესი გრძელდება თითქმის მეოთხე წელიწადია, ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, როგორც პოლიტიკური დევნის მაგალითი, ჩემთან დაკავშირებით იყო ნათქვამი, რომ  სწორედ ამ პოლიტიკური დევნის გამო იყო შეწყვეტილი ჩემი მანდატი. 

შეფასება მთელ ცივილიზებულ სამყაროს ამ პროცესის მიმართ გაკეთებული აქვს  - საქართველოს სასამართლო, რომელიც დღემდე აგრძელებს იმ დაკვეთას, რომელიც მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და  პროკურატურა არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი „ქართული ოცნების“ ხელში“, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძე არ გამორიცხავს რომ სასამართლომ  პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღოს.

"საქართველოში  დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ  პოლიტიკური ოპონენტების მიმართ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი რეპრესიული ზომა, ამიტომ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი განვითარებისთვის, დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური ოპონენტების დევნით, დამცირებით, შეურაცხყოფით, რეპუტაციის მაქსიმალურად შელახვის მცდელობით ყველაფერი მოსალოდნელია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები