შალვა ხაჭაპურიძე - თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, მივმართავთ ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა დადასტურდა, უფლებადამცველები და ოჯახი შემდგომი რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა

"მე ვადასტურებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა დამძიმება. თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია, რომ  შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, შეიკრიბება საზოგადოება. აქ უკვე მივმართავთ ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ამის მერე უკვე სულ სხვა რეჟიმზე მოხდება სიტუაციის გადაყვანა. მას აქვს გონების კარგვის ეპიზოდი პირველად რუსთავის ციხეში, აქედან იწყება ამერიკელი ტოქსიკოლოგის კვლევა", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები