გიორგი ნემსაძე - ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას

გიორგი ნემსაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა.

როგორც ნემსაძემ სოციალურ ქსელში წერს, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა.

შესაბამისად, მე კვლავ ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, – წერს გიორგი ნემსაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები