ანა წითლიძე - როგორც ჩანს, ხიდაშელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ბევრი შავი საქმე გააკეთებინა და ახლა სათანადოდ ვერ იცავს

როგორც ჩანს, ხიდაშელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ მას ბევრი შავი საქმე გააკეთებინა და ახლა სათანადოდ ვერ იცავს,  -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დავით ხიდაშელი ქვეყანაში ელიტური კორუფციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. 

"ხიდაშელი არის ელიტური კორუფციის კლასიკური მაგალითი ამ ქვეყანაში.  ყველა ტენდერი, ყველა ბიზნეს გარიგება, რომელიც მას უკავშირდება, დაკავშირებულია ხელისუფლების კორუფციულ გარიგებასთან, ამიტომ ახლა ეს სპექტაკლი, ამ განცხადების სახით რაში დაჭირდათ არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი და მათ შორის ხიდაშელის განცხადება არის ხელისუფლებასთან ერთად მისი თამაშის ნაწილი. არ მაქვს მოლოდინი, რომ ხიდაშელი ახლა ამ თავისი კომპანიებით სადღაც წავა, მაგრამ როგორც ჩანს, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ მას ბევრი შავი საქმე გააკეთებინა და ახლა ნაწყენია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ იცავს“, - განაცხადა წითლიძემ.   

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“  ინფორმაციით, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგებების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, აღნიშნულმა განცხადებამ ბიზნესმენის გაღიზიანება გამოიწვია და განაცხადა, რომ ხელისუფლება მას სათანადოდ ვერ იცავს რისი მიზეზიც არასათანადო კანონმდებლობაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები