ირანმა უელსი დაამარცხა

ირანმა უელსი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, “აჰმედ ბინ ალის” სტადიონზე ერთმანეთს B ჯგუფის ბინადარი გუნდები - უელსი და ირანი დაუპირისპირდნენ. ირანმა მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ირანელებს მე-16 წუთზე გატანილი გოლი ვიდეო რეფერიმ გაუუქმა.

მეორე ნახევარი აზიელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ძალიან ახლოს იყვნენ გოლთანაც, მაგრამ ირანელთა დარტყმები ძელმა ორჯერ აისხლიტა.

86-ე წუთზე უელსელთა რიგებიდან მეკარე უეინ ჰენესი გააძევეს, რომლის შემდეგაც მოედანზე სათადარიგო გოლკიპერი დენი ვარდი, აარონ რემზის ნაცვლად შემოვიდა, ხოლო 10-კაციან ბრიტანელებს გაუჭირდათ ანგარიშის შენარჩუნება და 90+9 წუთზე როზბეჰ ჩემშის გოლით ირანი დაწინაურდა, მალევე დრაკონების კარი რამინ რაზაეიანმა აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ძალიან დრამატული და საინტერესო თამაში გამოვიდა, ირანელებმა გამარჯვება პრაქტიკულად ამოწურულ დროში მოახერხეს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი