"ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციამ ხელოვანი ქალები დააჯილდოვა

"ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რაიონში მცხოვრები ის ხელოვანი ქალები დააჯილდოვეს, რომლებსაც თავის სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივი და განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნიათ.  შეხვედრის მიზანი მათი შემოქმედების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და საქმიანობის დაფასება იყო. 

"თბილისის ქალთა საბჭო დედაქალაქის ყველა რაიონში, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელს ხვდება. ამჯერად, შეხვედრა სახელოვნებო წრის წარმომადგენლებთან გავმართეთ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ამ სფეროს განვითარებაში და საკუთარ ცოდნას მომავალ თაობას გადასცემენ.

კულტურის განვითარებასა და მის წარმომადგენლებზე ზრუნვა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საბჭო ამ მიმართულებით მომავალშიც  გააგრძელებს აქტივობებს"-  განაცხადა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თბილისის საბჭოს თავმჯდომარე რიმა ბერაძემ.

ღონისძიებას ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრებთან ერთად, პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი და რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები