რინკევიჩი - ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად უნდა დავამარცხოთ სტალინის მემკვიდრეები ახლა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ, რუსეთი უკრაინელების ახალ გენოციდს ახორციელებს.

"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორის დროს სტალინის რეჟიმის მიერ მოკლული მილიონობით უკრაინელის ხსოვნას. 90 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ახორციელებს უკრაინელების ფართომასშტაბურ გენოციდს. 

ასეთი ტრაგედიების მომავალში თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა დავამარცხოთ სტალინის მემკვიდრეები ახლა“, – წერს ედგარს რინკევიჩი.

26 ნოემბერს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

უახლესი ამბები