მეუფე ნიკოლოზი - არაადამიანური საქციელია, ყოველგვარ ჰუმანურ ფარგლებს სცდება, ამას ახსნა არ აქვს

არაადამიანური საქციელია, ყოველგვარ ჰუმანურ ფარგლებს სცდება, ამას ახსნა არ აქვს ვერ გეტყვით ვერაფერს, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი,  მეუფე ნიკოლოზი ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობას.

"რა ვიცი, რა უნდა ვთქვა, მე ასეთი რამ არ გამიგია საერთოდ. შეიძლება გამიგია ძველად, ოდესღაც, თუმცა ჩვენს დროში, თანამედროვე დროში ასეთი ვანდალიზმი, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ამას არ გააკეთებდა, რაღაც ექნებოდა ან დალეული, ან რა ვიცი. არაადამიანური საქციელია, ყოველგვარ ჰუმანურ ფარგლებს სცდება, ამას ახსნა არ აქვს, ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ვართ, ეკლესიას დაესხნენ თავს... 

მე ასე ვფიქრობ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, რომ მონაზონი, რომ იყო არ ჩააგდეს, არ გაუწიეს ანგარიში და თავის არეული გონებით, ნორმალური ადამიანი ხომ ასე არ მოიქცეოდა არ ვიცი, საშინელებაა. ჩვენ ასეთ დროს, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვილოცოთ. რა შეგვიძლია, იქ პოლიციას ხომ არ დავიყენებთ ყველა მონასტერში. ეს ხდებოდა, ისტორიულადაც არბევდნენ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "მთავარის" ეთერში.

ხაშურის დედათა მონასტერში 70 წლამდე მონაზონზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. შსს-მ ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით ორი პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები