ნინო ქორიძე მსოფლიო ჩემპიონია

ნინო ქორიძე მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი სპორტსმენი ნინო ქორიძე სოფიაში ახალგაზრდებს შორის ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

“ამ დღეებში სოფია მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდებს შორის. ტანმოვარჯიშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო ჩემპიონობისთვის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ამ წუთებში მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია სოფიიდან, რომ ყველაზე ახალგაზრდა ჩვენი სპორტსმენი ნინო ქორიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

ნინომ მშვენივრად გაართვა თავი ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპს, სადაც 31 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა 90.740 ქულით, და უკვე ფინალში ყველას აჯობა და დაეუფლა ოქროს მედალს! 

ვულოცავთ ნინოს და  სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!“ - წერია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.