ნინო ლომჯარია - ერთი შეხედვით, საუბრითაც ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან გაუარესებული

არ ვარ ექიმი, თუმცა ნამდვილად, ერთი შეხედვით, საუბრითაც ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან გაუარესებული, -  ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს მხოლოდ 10 წუთით ესაუბრა, რადგანაც ჩანს, რომ მას საუბარიც  უჭირს.  

"მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში  ვესაუბრე, უფრო დიდხანს მას ვხვდები, რომ უჭირს და არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა, ნამდვილად, ერთი შეხედვით, საუბრითაც ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, არის ძალიან გაუარესებული. 
მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან, იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში, ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალშისაცემი. 

პრაქტიკულად სულ წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე არ ჯდება. როგორც ექიმი ამბობს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა ოქტომბრის დასაწყისიდან. როგორც ექიმი ამბობს, ის უკავშირებს იმ ფაქტს, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ემოციურ ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა. ძალიან ცუდად იკვებება. ძალიან ცოტას ჭამს და არასაკმარისად იკვებება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები