რომან გოცირიძე - ეს არის მოსამზადებელი პროცესი კახა ოქრიაშვილის ოლიგარქთა რეესტრში შესაყვანად

ეს არის ფაქტობრივად,  მოსამზადებელი პროცესი კახა ოქრიაშვილის ოლიგარქთა რეესტრში შესაყვანად, - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, პრემიერის განცხადება, შესაძლოა, იყოს სიგნალი მაკონტროლენელი ორგანოებისთვის ბიზნესზე დარტყმის მისატანად. 

"პრემიერის ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენების პოლიტიკური დევნა. არასერიოზულია პრემიერის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციით საუბარი, საიდან იცის მან  აფთიაქში რას ლაპარაკობდნენ, სუს-ის მოსასმენებია  დამონტაჟებული? უბრალოდ, ჭორი მოიგონეს, სხვა აფთიაქებზე  რომ მისწეროს ვინმემ პრემიერ-მინისტრს იგივე, იტყვის ამას? არა,  რა თქმა  უნდა. 

ასეთი განცხადებები აზიანებს ბიზნესს. ეს არის ფაქტობრივად,  სახელმწიფო ორგანოების წაქეზება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესის დასატერორებლად.  ეს არის მოსამზადებელი პროცესი  ოქრიაშვილის ოლიგარქთა რეესტრში შესაყვანად. 

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტით, ღარიბაშვილი ადგენს ამ რეესტრს. სწორედ  ამიტომ არ დავუჭირეთ ჩვენ მხარი ამ პროექტს, თორემ დამოუკიდებელ კომისიას რომ დაედგინა ოლიგარქის სტატუსი, მაშინ  დავუჭერდით მხარს“, - განაცხადა გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  რომ საგანგაშო ინფორმაცია მოისმინა, რომელსაც გადამოწმება სჭირდება, თითქოს PSP-ს აფთიაქებში ეკითხებიან მომხმარებელს, ძვირი ხარისხიანი წამალი სურს, თუ უხარისხო თურქული. პრემიერის თქმით, ეს არის პირდაპირ მტრობა და ამას რეაგირება სჭირდება. 

სააფთიაქო ქსელი PSP ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის სახელს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები