ნინო ლომჯარია - მოინახულონ სააკაშვილი, ვფიქრობ, ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რა რთული ვითარებაა

ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს  და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ,  ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რა რთული ვითარებაა,  - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.  

მისი თქმით, სურს მმართველი პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს მიმართოს და უთხრას, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სერიოზულად მიიღონ.

"მინდა მმართველი პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს მივმართო, რომ მიიღონ ეს ინფორმაცია სერიოზულად. მე ვუშვებ იმას, რომ ისინი არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები, ან არ სჯერათ იმ ინფორმაციის,  რაზეც სააკაშვილის ადვოკატები ან მისი ოჯახის წევრები საუბრობენ, მაგრამ მაინც, თუ ონდავ მაინც ენდობიან ჩემ სიტყვას, მე მათ ვარწმუნებ, რომ ნამდვილად არ არის ეს ის ვითარება, რომ ისინი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. მე მათ ასევე ვურჩევდი, ყველა დეპუტატს აქვს უფლება და საშუალება, რომ პატიმარი მოინახულოს და თუნდაც ერთი ან ორი წარმომადგენელი უმრავლესობიდან რომ შევიდეს, უბრალოდ, ინტერესის გამო და მოინახულოს პატიმარი სააკაშვილი, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რა რთული ვითარებაა და შემდეგ არ ჩავარდებიან თუნდაც ადამიანურად უხერხულ მდგომარეობაში ამ განცხადებების გამო. ნამდვილად არ ვურჩევდი ვინმეს ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინათ ან ნიშნისმოგებით ესაუბრათ. ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რომ ეს ან სამართლებრივად სწორი, ან ადამიანურად არის გამართლებული. მინდა ყველას ვუთხრა, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული და ადამიანური თვალსაზრისითაც, სერიოზულად უნდა მიიღონ ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მისი სურვილის მიუხედავად, ექიმებმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირების უფლება არ მისცეს. 

დღეს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოინახულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები