პორტუგალიამ ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა

პორტუგალიამ ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა

H ჯგუფის შეხვედრაში, “ლუსაილის” სტადიონზე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი 2:0 დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშიც გაინაღდა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თუმცა მეორე ნახევარი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მატჩის 54-ე წუთზე დაწინაურდა, ზოგი გამოცემა ამ გოლს კრიშტიანუ რონალდუს უთვლის, ზოგიერთი კი ბრუნო ფერნანდეშს. 

ამის შემდეგ ურუგვაიმ სცადა მატჩის ბედი თავის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა, თუმცა მათ რიგ მომენტებში არ გაუმართლათ და ვერ შეძლეს გოლის გატანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხელით თამაშის გამო, ურუგვაელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გოლად აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

ზემოთხსენებული შედეგის ფონზე, პორტუგალია ჯგუფს უდგას სათავეში, მეორეზე განა იმყოფება, მესამე და მეოთხე პოზიციებს კი სამხრეთ კორეა და ურუგვაი ინაწილებენ.

ამ შეხვედრით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური, 29 ნოემბრიდან კი დაიწყება მესამე და უკანასკნელი ტური ჯგუფური ეტაპებისა, რადგან ეს ტური ბოლოა, წესების მიხედვით ერთი ჯგუფის გუნდების შეხვედრები ერთიდაიგივე დროს უნდა ჩატარდეს.

29 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატკივარი ტრადიციულად ოთხ შეხვედრას იხილავს:

A ჯგუფის თამაშები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება:

ნიდერლანდები-ყატარი

ეკვადორი-სენეგალი

B ჯგუფის თამაშები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება:

ირანი-აშშ

უელსი-ინგლისი

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი