ონის მუნიციპალიტეტს საქართველოში ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი სტუმრობდა

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის მოწვევით, ქ.ონს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვესელინ ვალკანოვი და ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი სტუმრობდა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები, სადაც მხარეებმა მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მერმა სერგი ხიდეშელმა სტუმრებს ქალაქის პრიორიტეტები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვესელინ ვალკანოვიმ, მოადგილესთან  ილია ნაჩევთან ერთად, მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურული ასევე, ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციები დაათვალიერა.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, სტუმრები გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრნენ, სადაც ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს განსაკუთრებული მასპინძლობისთვის.

სერგი ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვის სტუმრობისთვის და დასძინა, რომ აღნიშნული შეხვედრა მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები