გია ვოლსკი - შეუსაბამობა იმდენად დიდი და უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

მიხეილ სააკაშვილი და ვინც განცხადებებს აკეთებდნენ, არიან ისინი, ვინც სასამართლოს კარნახობდნენ, რა უნდა გაეკეთებინა. სასამართლოს თუ ექნება დასაბუთებული დასკვნა, როგორც სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრის შემთხვევაში, რასაკვირველია, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კარგად რომ იყოს, საავადმყოფოში არ იქნებოდა.

"სააკაშვილი საავადმყოფოშია და საავადმყოფოს ადმინისტრაცია თუ მიიჩნევს, რომ საავადმყოფოდან გადაყვანა და სასამართლოში მიყვანა შეიძლება, პირიქით, ოპოზიცია და სააკაშვილის გუნდი უნდა იყოს პირველი, ვინც ამაზე იყვირებს – არ გაანძრიოთ, ის მართლაც ცუდად არის და იყოს საავადმყოფოშიო. ადამიანი საავადმყოფოში თუ წევს და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს არავი უარყვია და იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა დასკვნა აქვს, რა სამედიცინო შეფასებები აქვს მის მდგომარეობას. ექვსი თვის წინ ნიკა გვარამია ამბობდა, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ცნობიერება და მისი მითითებები არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რადგან ადამიანი არაადეკვატურია. მას შემდეგ არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, თურმე სასამართლოში უნდა მიიყვანონ. შეუსაბამობა იმდენად დიდი და უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია. არსებობს დადგენილი წესი, კეთდება სამედიცინო დასკვნა და ამ დასკვნით იურისტების ჯგუფი შედის სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით, რომ მოხდეს გადაყვანა, რადგან სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქ არის, არ ყოფნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასეთი ჯერ არ ყოფილა. სხვა მხრივ, პოლიტიკოსები, ოპოზიციიდან იქნებიან თუ უმრავლესობიდან, შეიძლება განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ ემთხვევა იმ პროცედურას, რაც არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები