ირაკლი კობახიძე - ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი კომისიაში გაგზავნილიყო.

"საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, ვიდრე ის საბოლოო სახით, მესამე მოსმენით მიიღება. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ ოლივერ ვარჰეის მხრიდან. ევროკომისარის რეკომენდაცია იყო დოკუმენტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. ასევე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახლად დანიშნულ ევროკავშირის ელჩთან, ასევე, პირადად მქონდა შეხვედრა და მისგანაც მოვისმინეთ თხოვნა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნილიყო. ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ. შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები