შალვა ხაჭაპურიძე - თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები?

თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატომ მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას.

"მაგის პასუხია სასამართლოს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს უკვე გადმომეცა და უახლოს დღეებში გადავცემ სასამართლოს შუამავლობას, სასამართლო პროცესზე გაირკვევა ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ.

თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატომ მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში.

თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება მაშინ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად. უამრავი კითხვებია და ამაზე პასუხებს ვერ ვიღებ, პასუხი იქნება ცალსახა.

მე შეკვეთილი მაქვს მოსამართლის რამდენიმე მანტია, მაღალჩინოსნებს, რომლებიც გააკეთებენ განცხადებას, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის და ეხება მხოლოდ სასამართლოს, საჩუქრად გავუგზავნი მოსამართლის მანტიას, თუ გული წყდებათ, ჩაიცვან და იარონ სახლში, მათი გადასაწყვეტი არ არის სააკაშვილის სასჯელი გადავადდება თუ არა, ამას წყვეტს სასამართლო", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები