A ჯგუფიდან ფლეი-ოფში ნიდერლანდები და სენეგალი ითამაშებენ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ფაზა დაიწყო, დღის პირველი მატჩები A ჯგუფის ეგიდით ჩატარდა. 

ერთმანეთს ნიდერლანდები-ყატარი და ეკვადორი-სენეგალი უპირისპირდებოდნენ.

საბოლოოდ ნიდერლანდებმა ყატარი 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ხოლო სენეგალმა ეკვადორს 2:1 მოუგო და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ნიდერლანდების გამარჯვებაში წვლილი კოდი გაკპომ და ფრენკი დეიონგმა შეიტანეს, რომლებმაც თითო-თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს, ხოლო სენეგალის ტრიუმფის შემოქმედი ისმაილა სარი და კალიდუ კულიბალი არიან, მათ მეტოქის კარი 44-ე და 70-ე წუთებზე აიღეს და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი