მიხეილ სარჯველაძე - მათი საზრუნავი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"სპეკულაცია იყო, როდესაც ბატონი სააკაშვილის მომხრეებისგან შეშფოთებული სახეებით დღენიადაგ ვისმენდით აშკარა მცდელობას, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი, სხვა მიზნისთვის. მათი საზრუნავი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება. პოლიტიკური და არა ჰუმანიტარული მიზნები აქვთ. ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ რეალურად პოლიტიკური მიზნებისთვის.

სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზე და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე სპეკულაციის გზით ჩირქი მოსცხოს თუნდაც პენიტენციურ სისტემას ან ზოგადად იმ სისტემას, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები