ხატია დეკანოიძე - არ ვთვლი მიზანშეწონილად სასამართლომდე რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობას, განსაკუთრებით პოლიტიკურ დაწესებულებებთან

არ ვთვლი მიზანშეწონილად სასამართლომდე რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობას,  განსაკუთრებით პოლიტიკურ დაწესებულებებთან, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 3 დეკემბერს ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას "ქართული ოცნების" ოფისთან, არ შეუერთდება. 

"არ ვთვლი მიზანშეწონილად სასამართლომდე რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობას,  განსაკუთრებით პოლიტიკურ დაწესებულებებთან და მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ მათ აქვთ თავისი მოსაზრება და მე მაქვს ჩემი მოსაზრება. 

მე ვთვლიდი, რომ სანამ არ იქნებოდა ექსპერტიზის დასკვნა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც ასეთი იყო, დარწმუნებული ვარ, ასეთი რჩება, რომ  პოლიტიკური აქტივობები, აქცია, „ვივამედთან“ აქცია, ზოგადად აქტიური ფაზა სასამართლომდე მიმაჩნდა, რომ არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა დეკანოიძემ. 

მისი განმარტებით, ეს სიფრთხილე განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ არ დაზარალდეს პროცესი, რომელიც სასამართლოში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები