ზურაბ ჭიაბერაშვილი - შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთად დაენახეთ ხალხს

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. 

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებაა და ვინც ლიდერობას ფიქრობს, ხალხს ერთად უნდა ეჩვენონ.

"რა მორალით უნდა გაუსწოროთ სარკეში საკუთარ თავს თუ ეს ადამიანი მოკვდება და თუ პუტინი და ივანიშვილი ხაზს გადაუსვამენ იმ პატარა წარმატებას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა. თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს - აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. გაცილებით მწარე იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნების შემდეგ დადგეს, თუ ადამიანებს ერთიანობის განცდა არ აქვთ და არ აქვთ იმის განცდა, რომ ივანიშვილს და პუტინს მხოლოდ ერთიანობით შეიძლება მოვუგოთ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები