ნინო ლომჯარია - სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია, რაც ვნახე "ვივამედში“ და ჩემი შთაბეჭდილება

სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია, რაც ვნახე "ვივამედში“ და ჩემი შთაბეჭდილება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მეტად დამძიმებულია, ვიდრე ეს წარმოედგინა და შესაძლოა, მისი ინტერესების დასაცავად სასამართლო პროცესშიც კი ჩაერთოს.

"სალომე ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია, რაც ვნახე "ვივამედში“ და ჩემი შთაბეჭდილება. მან თქვა, რომ კონტაქტი აქვს ორგანიზაცია „ემპათიასთან“, საქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის. 

ნამდვილადაა ან სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს, ჩვენ ეს გაგვიკეთებია და არ გამოვრიცხავ, რომ თუ საჭირო გახდა, ეს გავაკეთოთ. 

პირადად მე  ვერ წარმომედგინა, არ ველოდებდი, რომ სიტუაცია ასე მძიმე იქნებოდა ასეთი მძიმე, არ ველოდი, რომ ფიზიკურად იქნებოდა ასე დასუსტებული. თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური თუ სხვა მიმართულებით არის ნეგატიური“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები