"ტვ პირველი" სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

"ტვ პირველი" სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატ მარი კაპანაძის განცხადებით,  "ტვ პირველი“ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება და ევროსასამართლომდეც მივა.

"სასამართლოს არ ჰქონდა ამ საქმეშია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი და მან ფაქტობრივად უგულებელყო ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული პრაქტიკა, არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთაან დაკავშირებით ის რისკები, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას ახლავს თან და ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რაც პირდაპირი მესიჯია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ ისინი უნდა გაჩუმდნენ. მათ არ უნდა ისაუბრონ ხელისუფლებაზე, არ უნდა გააკრიტიკონ ისინი. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. ჩვენ გავყვებით ამ საქმეს ბოლომდე და დიდი ალბათობით, ევროსასამართლოშიც ვიხილავთ ამ საქმეს“, - აცხადებს ადვოკატი.

მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „ტვ პირველის“ წამყვანს მაია მამულაშვილს კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. 

კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები