გიორგი პატარაია - მთავარი დღე, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება აქტივობა, ეს გახლავთ სასამართლო პროცესი, როდესაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა სიკვდილით დასჯას

მთავარი დღე, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება აქტივობა, ეს გახლავთ სასამართლო პროცესი, როდესაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯას,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი პატარაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის საკითხზე ახლა დგება ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ადვოკატებმა მის საკითხზე სასამართლოს უნდა მიმართონ. 

"ჩვენი განსხვავებული ხედვა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ზუსტად ამას უკავშირდებოდა, რომ შეგვერჩია სწორი დრო.  პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დგება ახლა, როდესაც მის უფლებადამცველებს სასამართლოში შეაქვთ სარჩელი ჰუმანიტარულ გადაყვანასთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრებით,  არ შეიძლებოდა ახლა შიდაკონკურენცია გამართულიყო, თუმცა ჩვენმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა აირჩიეს ეს გზა და ჩვენც, რა თქმა უნდა,  მივყვებით ამას, ოღონდ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ერთიანი სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. 

მთავარი დღე, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება აქტივობა, ეს გახლავთ სასამართლო პროცესი, როდესაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, აღადგენს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯას.  ჩვენ ყველამ ვიცით,  რა  მდგომარეობაშია ადამიანი, თავი გავანებოთ,  რომ ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელიც გადაიყვანეს სამკურნალოდ და ყველამ ვნახეთ რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები