მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“ - თქვენ მიუთითებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ დაეზიანებინა თავი, ასე გაეგრძელებინა პროტესტი

თქვენი კოლეგები, კონკრეტულად თქვენი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან მოუწოდებდნენ თვითდაზიანებისკენ. უნდა იშიმშილოსო, ადამიანს რომ მოუწოდებ, თვითდაზიანებისკენ მოწოდება არის თუ არა? თქვენი აზრით პროტესტის გამოხატვისკენ მოწოდებაა მხოლოდ შიმშილობისკენ მოწოდება და თვითდაზიანების კომპონენტს საერთოდ არ შეიცავს? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის შესახებ „მთავარი არხის“ კითხვის პასუხად განაცხადა. 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის ყველაზე, ვინც 1% -იანი, მცირე წვლილიც კი შეიძლება შეიტანოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს არასწორად, ევალება ზრუნვა და  არ იზრუნოს და ა.შ.

"თქვენი შეფასებით, ეს იყო პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდება, ჩემი შეფასებით, ეს ამავდროულად, რომ იყო შეფუთული, როგორც პროტესტის გაგრძელებისკენ მოწოდება, იყო თვითდაზიანებისკენ მოწოდება, იმიტომ, რომ შიმშილობა ადამიანს აზიანებს. მარტივი ამბავია. ანუ, ლოგიკა მდგომარეობს  იმაში, რომ თქვენ მიუთითებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ დაეზიანებინა თავი, ასე გაეგრძელებინა პროტესტი. დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის. პასუხისმგებლობა არის აბსოლუტურად ყველაზე, პირველი -  იმ ადამიანებზეც არის პასუხისმგებლობა, ვინც თვითდაზიანებისკენ მოუწოდებენ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს. პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც ბუნებრივად, კანონით, სამართლებრივად, ყველანაირად, მათ შორის მორალურად თუნდაც პასუხისმგებელია პატიმრის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. პასუხისმგებლობა არის ყველაზე, ვისაც 1% -იანი მცირე წვლილიც კი შეიძლება შეიტანოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს არასწორად, ევალება ზრუნვა და  არ იზრუნოს და ა.შ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები