მარიამ ჯიშკარიანი - დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი

დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი და ადამიანის წამების განგრძობით რეჟიმში  ყურება, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი ან ვერ აცნობიერებენ რა ხდება, ან სიამოვნებთ ადამიანის ტანჯვის ყურება.

"დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი და ადამიანის წამების განგრძობით რეჟიმში  ყურება. 

შესაძლებელია მივიდეთ პოლიორგანულ უკმარისობამდე. არის მრავალი სისტემის მხრივ დარღვევები. ძირითადი დიაგნოზის დაზუსტება ვერ ხერხდება. შესაბამისად, მკურნალობა მიმდინარეობს, ბრმად და სიმპტომურად. თუ სადისტი არ ხარ, უნდა იღო ყურად რეკომენდაცია და გაუშვა ადამიანი საზღვარგარეთ.

მე რასაც ვისმენ „ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს, ეს არის არაადეკვატური განცხადებები, ან ვერ აღიქვამენ რისკს და საშიშროებას, ან ისინი დეზინფორმირებული არიან, ან გააჩნიათ სადისტური მიდრეკილებები. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ასეთ მდგომარეობაში და ამის ასე ყურება ეს არის სადიზმი“, - განაცხადა  მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები