გია ხუხაშვილი - მართლაც რომ დაიღუპოს, მაინც არ დაიჯერებს, იტყვის, რომ ესეც გეგმის ნაწილია, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, იმიტომ მოკვდაო

მართლაც რომ დაიღუპოს, მაინც არ დაიჯერებს, იტყვის, რომ ესეც გეგმის ნაწილია, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, იმიტომ მოკვდაო, - ამის შესახებ  ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  მიხეილ სააკაშვილის მიმართ  ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულების  შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აქვს აზრი,  რომელსაც არ იცვლის. 

"ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს სააკაშვილი, მაგრამ მართლაც რომ დაიღუპოს, მაინც არ დაიჯერებს, იტყვის, რომ ესეც გეგმის ნაწილია, რაღაც აქვს ჩაფიქრებული, იმიტომ მოკვდაო. იმდენად ჩაჭედილი აქვს ეს მარაზმი თავში,  დარწმუნებული ვარ, ასე იფიქრებს, კობახიძეს ხო მეტი ჭკუა არ აქვს, გამოვა და გაიმეორებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, გარდა ამ არაჯანსაღი დამოკიდებულებისა, ქართულ ოცნებას არ აწყობს პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის გასვლა. 

"ქართულ ოცნებას" რეალურად არ აწყობს სააკაშვილის ფაქტორის მოხსნა, მისი გაყვანა ქართული  პოლიტიკიდან,  „სისხლიანი 9 წელი“- ეს იყო მათი მატრიცა. მათ სხვა არგუმენტი ამ საზოგადოებასთან სალაპარაკო, თუ რატომ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში არ ჰქონდათ. 

ეშინიათ, რომ სააკაშვილი მართლა წავა პოლიტიკიდან და  რა ქნან მერე? პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საზოგადოებისთვის არ შეუძლიათ, მხოლოდ ნეგატივი, ზიზღი და მტრის ხატის შექმნა შეუძლიათ, რომ ხალხი დააშინონ, კიდევ უარესი  არ მოვიდეს და ჯანდაბას კიდევ ესენი იყვნენო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები