D ჯგუფიდან ფლეი-ოფში საფრანგეთი და ავსტრალია ითამაშებენ

მიმდინარე მუნდიალზე, სათამაშო დღის პირველი შეხვედრები D ჯგუფის ეგიდით გაიმართა. საფრანგეთი ტუნისთან 1:0 დამარცხდა, მაგრამ ჯგუფიდან მაინც პირველი ადგილით გავიდა, ხოლო ავსტრალიამ დანია დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ფრანგებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, ტუნისელთა რიგებიდან თავი ვაჰრი ხაზბიმ გამოიჩინა, მატჩის ბოლოს ანტუან გრიზმანმა ტუნისელთა კარი აიღო, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა და ტუნისელებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს.

რაც შეეხება ავსტრალიის ტრიუმფს, მათ დანია დაძაბულ ბრძოლაში, მეტიუ ლეკის გოლის წყალობით დაამარცხეს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი