შალვა ხაჭაპურიძე - ასე ცალსახად სუს-ს ხელს ვერ დავადებ

ასე ცალსახად სუს-ს ხელს ვერ დავადებ, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მის სახლსა და ავტომანქანაში ნაპოვნი მოსასმენი აპარატურის შესახებ. 

მისი თქმით, გადაჭრით რაიმეს თქმა უჭირს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საქმის გარდა მათი იურიდიული ჯგუფი სხვა საქმეებზეც მუშაობს. 

"დღეს ბევრი ჟურნალისტი შემეკითხა, სუს-ის ხომ არ იყო [მოსასმენი აპარატურა],  მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, როცა ასეთ საქმეზე მუშაობ და ზოგადად, საკმაოდ დიდია ჩვენი იურიდიული ჯგუფი, კლიენტები მოდიან, შეხვედრებია, არ ვიცი, ვინ მოიტანა, კლიენტმა მოიტანა, ეს კლიენტი ვინ იყო, რასთან იყო დაკავშირებული, ცალსახად ამის თქმა მიჭირს. სხვა არანაკლებ გახმაურებულ საქმეზე ვმუშაობ, სააკაშვილის თემა ყველა თემას ფარავს, მაგრამ... ასე ცალსახად სუს-ს ხელს ვერ დავადებ“, - განაცხადა ადვოკატმა. 

დღეს შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მის სახლსა და ავტომანქანაში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა. მისივე თქმით, მისი სახლის წინ დამონტაჟებულია ასევე სათვალთვალო კამერა, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ერთ-ერთი აპარატი კუსტარულად დამზადებულია, რაც უჩენს ეჭვს,  რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები