გიული ალასანია - არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე

არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხად. 

ალასანიას თქმით, აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მოხდა საქართველოში სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა.  

მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. არ ამუშავებულა ჯერ ეს კომპანია, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება", - განაცხადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, სიცხე, როგორც ყოველთვის, აქვს, სისუსტე,  მოკლედ, გაძლებაზეა ადამიანი. რამდენი ხანი გაძლებს ორგანიზმი ამაზეა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად არის“,  - განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები