მარიამ ჯიშკარიანი - კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს თავდასხმა და დეზინფორმაცია ბატონი კობახიძისა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან

ეს ყველაფერი პარაფრენიული ბოდვის ხარისხს იღებს. კეთილი ინებონ, ენები შეიმოკლონ ცენტრ "ემპათიასთან“ და ჩემს ხსენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მისი  თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით შესაძლოა, პროკურატურას ექსპერტიზაზე ზეწოლის ბრალდებით მიმართოს. 

"კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს თავდასხმა და დეზინფორმაცია ბატონი კობახიძისა და „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავ პროკურატურას, როგორც ექსპერტიზაზე ზეწოლას. მოვითხოვ ასევე შეწყვიტოს დისკრედიტაციუკლი განცხადებები ექსპერტიზის დასკვნის ნდობის ხარისხთან დაკავშირებით.  ცენტრ „ემპათიას“ არანაირი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ჰქონია,  პირადად მე  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ მქონია. ჩვენი დასკვნებით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მრავალი საქმე არის სტრასბურგში მოგებული, მათ შორის გახმაურებული საქმეები“, - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

მისი თქმით, ოცნების განცხადებები უკვე  „ბოდვითი აშლილობის“  კატეგორიაში გადადის.  

"ბატონი კობახიძე არა მარტო ცენტრ "ემპათიას" ერჩის, აცხადებს, რომ  ყველა ექსპერტი, ამერიკელი ინგლისელი, შევეიცარიიდან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებია, თუმცა არ მიკვირს, ნახევარი ევროპარლამენტი,  სენატი და კონგრესი მათი მოსაზრებით არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეს ყველაფერი პარაფრენიული ბოდვის ხარისხს იღებს. კეთილი ინებენონ, ენები შეიმოკლონ, ცენტრ ემპათიასთან და ჩემს ხსენებათან დაკავშირებით, დეზინფორმაციას თავი დაანებობ, თორემ მე თვითონ მივმართავ პროკურატურას“, - განაცხადა მარიან ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები