შალვა პაპუაშვილი - შინ და გარეთ მეგობრები ცდილობენ, სააკაშვილი ყველანაირად აარიდონ სამართლიან სასჯელს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პიარის თემად აქციონ.

მისივე თქმით, არის მცდელობა, სააკაშვილი სამართლიან სასჯელს აარიდონ.

"სამწუხაროდ, დიდი ხანია, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, ეს საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ და გახადონ პიარის საკითხად. ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებს, ვნახავთ შედეგებს ამ ლობისტური საქმიანობისა, გამოჩნდება კიდეც ალბათ სხვადასხვა სახის განცხადებაში. რასაც ბოლო პერიოდი ვხედავთ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ ის სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც გირგვლიანის საქმეს შეეხებოდა. ზოგადად, ვიდრე სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, ჩვენ მანამდეც ვხედავდით მფარველობას, რომ ის ასცდენოდა მართლმსაჯულებას. ვხედავთ მას შემდეგაც, რაც ის ქართული მართლმსაჯულების აღსრულების პროცესშია, რომ აქაც მის მიმართ გარკვეული მფარველობაა, რათა რამენაირად დაიხსნან კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები