ლიზა იასკო - მისი ჩამოსვლა იყო გარკვეული ადამიანების მიერ ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად

მისი ჩამოსვლა იყო გარკვეული ადამიანების მიერ ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, -   ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში  შეიტყუეს. 

"ჩვენ პირველივე დღიდან ძალიან კარგად გვესმის, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში ეფუძნებოდა არა მხოლოდ მის სურვილს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და დახმარებოდა ქართველ ხალხს, ეს იყო გარკვეული სპეცოპერაცია, ორგანიზებული გარკვეული ადამიანების მიერ, რომ ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. 

ეს არ არის ახალი ამბავი, ჩვენ ძალიან  კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სპეცსამსახურებს შეუძლიათ ეს. ეს ვარიანტი არ უნდა იყოს გამორიცხული, მათ შორის იმ ადამიანების როლი და მონაწილეობა, რომლებსაც აქვთ ლომის წვლილი ამ საიდუმლო გეგმის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით. მათ შორის,  მე ვსაუბრობ სააკაშვილის დაკავებასა და პატიმრობაზე, ის ახლა ციხეში იმყოფება იმის გამო, რომ ასე უნდა პუტინს“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები