"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარების საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარების საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. 

მისი განცხადებით, ტოქსიკოლოგიური  ექსპერტიზის ჩატარება  მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იგეგმება. 

"როგორც მოგეხსენებათ,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში  გავრცელებული ინფორმაციის  საფუძველზე მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს ჩატარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, რათა ჩატარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, კვლევის ჩასატარებლად რომელ საექსპერტო დაწესებულებას მიმართავენ.  

"ჩვენ, პირველ რიგში,  უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ კვლევის ჩასატარებლად, დღეს მოვედით პოზიციის დასადგენად და შესაბამისი ნიმუშების ასაღებად“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მოთხოვნით ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა გახდეს. ამ მოტივით წინა ჯერზე, დაცვის მხარე ექსპერტიზის ჩატარებას არ დათანხმდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები