კობა ნაყოფია - აქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, ამ ფონზე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით

როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბრის 15:00 საათზე. პოლიტსაბჭოს ყველა წევრს ვთხოვ, მობრძანდეს. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაგროვდა და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც გააძლიერებს ჩვენს პარტიას მთავარ ბრძოლაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პარტიაში არჩევნების ჩატარება მომავალი წლის იანვარში იქნება შესაძლებელი. 

ნაყოფიას თქმით, ის გაკვირვებულია კოლეგების სიჩქარით, რომლებმაც პოლიტსაბჭოს სხდომის ჩანიშვნა ბრიფინგით მოითხოვეს და აღნიშნავს,  რომ ახლა უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის გადაწყვეტა. 

"მე ახლა ვიმყოფები უკრაინაში, აქ დიდი თუ პატარა, შესაბამისად,  პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, ამ ფონზე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით.  მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ჩვენი კოლეგის და თანამებრძოლის ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. 

ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ, ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და თარიღზე  შეთანხმება. ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი, მაგრამ მათ,  სამწუხაროდ,  ეს გზა არჩიეს. 

კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად,  გამჭვირვალედ, არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი მის შედეგზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და კამპანია იყოს ღირსეული და ისეთი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტიას მთავარ ბრძოლაში. მთავარი ბრძოლა კი  არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, დღევანდელი ხელისუფლების, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის შეცვლა და ამ ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები