ზურაბ ჯაფარიძე - ცალსახად, მოტივები არის პოლიტიკური, ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან

ოპოზიციური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის ნატა ქორიძის საგარეო უწყებიდან გათავისუფლება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. 

"ცალსახად, მოტივები არის პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვი თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით და ჩვენ ისე მოხდა, რომ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები, ამის გამო ვერ გაუშვეს. მერე  პანდემია იყო, ერთი წელი ამის გამო წაიღო და როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს, ასევე, საგარეოდან. 

გადაწყვეტილების გასაჩივრება ჩემი ცოლის ნატას გადასაწყვეტია, ნატა მიხედავს თვითონ",- აცხადებს ჯაფარიძე.

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე საგარეო საქმეთა სამინისტროდან თითქმის 17-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. მიზეზად ნატა ქორიძეს რეორგანიზაცია დაუსახლეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია სექტემბერში გამოცხადდა, რამაც საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია მოითხოვა. მისივე ცნობით, ნატა ქორიძეს რეორგანიზაციის შესახებ  კანონით დადგენილ ვადებში ეცნობა და ამჟამად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები